logo
ENG



პროექტმა "საქანელამ" მერიისგან დადებითი შეფასება მიიღო

07 ოქტ 201920:15
3 წუთის საკითხავი
 
eh1yqbzsdriub5a.jpg

ელბაქიძის დაღმართზე „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტმა "საქანელამ" პირველი ეტაპი უკვე გაიარა. პროექტმა თბილისის მერიისგან დადებითი შეფასება მიიღო. დოკუმენტს თან ერთვის კომისიის წევრების რეკომენდაციებიც, სადაც საუბარია შენობის სიმაღლის შემცირებაზეც.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება,  ქალაქის ისტორიულ ნაწილში დაუშვებელია. „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების განვითარების დირექტორი კი განმარტავს, რომ ამ მიწის ნაკვეთზე გერმანელი არქიტექტორების მიერ მომზადებული პროექტი არსებობდა, რომელიც დაიწუნეს და უკვე შემდეგ ეტაპზე, ესკიზი ისტორიულ საბჭოსთან ერთად დამუშავდა. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებასა და პროექტირებას, სულ მცირე, ერთი წელი დასჭირდება. თბილისის მერი აცხადებს, რომ ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ,პროექტი აუცილებლად განხორციელდება.


close დახურვა